„გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“- ამ სლოგანით ფოთის აკვატორიაში, თურქეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი რვა იახტა შევიდა
„გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“- ამ სლოგანით ფოთის აკვატორიაში, თურქეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი რვა იახტა შევიდა

„გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“- ამ სლოგანით ფოთის აკვატორიაში, თურქეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი რვა იახტა შემოვიდა.

ღონისძიება სახელწოდებით „DADD rally შავი ზღვა 2019“ სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის (DADD) ორგანიზებით იმართება.

დახვედრის ცერემონიას თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„თავიდან ნაოსნობა მხოლოდ ხოფამდე იყო დაგეგმილი, მაგრამ რადგანაც მხარს ვუჭერთ სლოგანს „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“, ამიტომ გადავწყვიტეთ ფოთში შემოსვლა. მომავალ წელს იმედია, ამ ღონისძიებას უფრო მასშტაბური სახე მიეცემა. მოხარული ვარ, რომ ასეთი გულთბილი დახვედრა მოგვიწყვეს“, – განაცხადა თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში მაქბულე ქოჩაკმა.

იახტები ფოთის საიალქნო კლუბის ტერიტორიაზეა განლაგებული. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება, სამოყვარულო ნაოსნობის განვითარებას და შავი ზღვის ქვეყნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

დატოვე კომენტარი