ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. ამ მატჩებს ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.
ტურნირი სომხეთის დედაქალაქში 21-24 დეკემბერს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლისთვის სომხებიც ემზადებიან. „ჯვაროსნები“ სამ შეხვედრას ჩაატარებენ ყირგიზეთის, მოლდოვისა და მასპინძელ სომხეთის ნაკრებებთან.
21 დეკემბერი
ყირგიზეთი – საქართველო
22 დეკემბერი
საქართველო – მოლდოვა
24 დეკემბერი
სომხეთი – საქართველო
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი
21 იანვარი
ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი
ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)
28 იანვარი
საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)