ფუტსალის ლიგის ნახევარფინალისტები ცნობილია #1TVSPORT
ფუტსალის ლიგის ნახევარფინალისტები ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ლიგაში ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. რეგულარული სეზონის ორმა საუკეთესო გუნდმა, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ და კსუ-მ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) ნახევარფინალის საგზური პირდაპირი გზით მოიპოვა, ხოლო ორი ვაკანტური საგზურის მფლობელი პლეი ოფში გაირკვა.

„პეესპე“ – „ქუთაისი“ 2:0 (5:3, 2:0)

„პეესპემ“ პლეი ოფის 1/4-ფინალში ზედიზედ ორი მატჩი მოიგო – სერიის პირველ შეხვედრაში „ქუთაისს“ თბილისში 5:3 მოუგო, ხოლო ქუთაისში – 2:0 და ბესიკ არველაძის გუნდი ნახევარფინალში ითამაშებს.

თსუ – „არმია“ 2:1 (7:3, 0:3, 4:1)

პლეი ოფის პირველ მატჩში საბა მაჩიტიძის პოკერით თსუ-მ „არმია“ 7:3 დაამარცხა. მეორე თამაში „არმიამ“ 3:0 მოიგო. ნახევარფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა მესამე მატჩში გაირკვა – გადამწყვეტი შეხვედრა თსუ-მ დამაჯერებლად გაიმარჯვა (4:1) და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალური წყვილები:

„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ – თსუ

კსუ – „პეესპე“

ნახევარფინალური მატჩები 8 და 12 მაისს გაიმართება. თუ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, მესამე შეხვედრა 16 მაისს ჩატარდება.