ფუტსალის ლიგა | თსუ-მ ქულები დაკარგა, „თელასმა“ კონკურენტი დაამარცხა, პსპ-მ რევანში აიღო #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა | თსუ-მ ქულები დაკარგა, „თელასმა“ კონკურენტი დაამარცხა, პსპ-მ რევანში აიღო #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ლიგაში მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც თსუ-მ ქულები დაკარგა, ხოლო საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდმა ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა „თელასმა“ კონკურენტი დაამარცხა და მასთან სხვაობა გაზარდა.

თსუ – კსუ 3:3

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თსუ პირველ ტაიმში დავით გეგეშიძის (8-ე წუთი) და მიხეილ თევზაძის (9) გოლებით 2:0 დაწინაურდა. მეორე ნახევარში კახა მაისაიამ (23) სხვაობა შეამცირა, მაგრამ მურთაზ კაკაბაძემ (25) თსუ-ს ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო. მაგრამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოთამაშე კახა მაისაიამ ბოლო წუთებზე (37, 38) მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღო და თსუ-მ მიმდინარე სეზონში ქულები მეორედ დაკარგა 3:3.

თელასი-ჯორჯიანსი – თბილისი 5:0

საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდმა „თელასი-ჯორჯიანსმა“ „თბილისს“, რომელიც წინა ტურამდე მეორე ადგილზე იყო, შანსი არ დაუტოვა. ვახტანგ ჯვარაშვილმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა და ძლიერი მეტოქის კარი ოთხჯერ აიღო (12, 36, 38, 40), ერთი გოლიც ჯანიკო გიორგაიას (16) ანგარიშზეა.

პსპ – ილიაუნი 4:1

გუნდები ბოლო 5 დღეში მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და საქართველოს თასის ნახევარფინალში წაგებისთვის პსპ-მილიაუნთან“ რევანში აიღო. ლევან სვანიძემ პსპ მე-9 წუთზე დააწინაურა, მერე კი გიორგი ზუნტუროვმა დუბლი (14, 18) შეასრულა. მართალია, მეორე ტაიმში „ილიაუნის“ მოთამაშე გიორგი თოლორდავამ (22) ანგარიში შეამცირა, მაგრამ გიორგი აფციაურმა (25, 27) დუბლი შეასრულა და პსპ-მ დიდი ანგარიშით მოიგო.

 

ფუტსალის ლიგის სატურნირო ცხრილი

  1. თსუ 26
  2. თელასი 20
  3. თბილისი 16
  4. პსპ 13
  5. კსუ 9
  6. ილიაუნი 1

ბომბარდირთა სიაში საქართველოს ნაკრებისა და „თელასის“ მოთამაშე ვახტანგ ჯვარაშვილი დაწინაურდა, რომელმაც პოკერის ხარჯზე „თბილისის“ ლიდერს, ოთარ ბერეჩიკიძეს გადაასწრო, რომელიც პირველივე ტურიდან ლიდერობდა.

 

ბომბარდირები

  1. ვახტანგ ჯვარაშვილი, თელასი 13
  2. ოთარ ბერეჩიკიძე, თბილისი 12
  3. გიორგი ჩიმაკაძე, თსუ 10