ფუტსალი | ევრო 2022 - ფინალური ეტაპის 16-დან 15 მონაწილე გარკვეულია #1TVSPORT
ფუტსალი | ევრო 2022 - ფინალური ეტაპის 16-დან 15 მონაწილე გარკვეულია #1TVSPORT

ფუტსალში ევროპის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის თითქმის ყველა მონაწილე გაირკვა, სადაც ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ითამაშებს.

ფუტსალის ევროშესარჩევის ჯგუფური ეტაპი საშინაო და გასვლითი მატჩებით პირველად ჩატარდა – ადრე უეფა ერთ მასპინძელს ასახელებდა და ყველაფერი ერთ კვირაში ირკვეოდა. შედეგად, ფინალური ეტაპის საგზური ოთხმა დებიუტანტმა მოიპოვა.

 

ფინალური ეტაპის მონაწილეები:

 

მასპინძელი

ნიდერლანდები

 

ჯგუფის გამარჯვებულები

აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, პორტუგალია (ჩემპიონი), რუსეთი, ხორვატია

 

ექვსი საუკეთესო მეორეადგილოსანი

საქართველო, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა, ფინეთი

 

დებიუტანტები

აღსანიშნავია, რომ ევრო2022-ზე ოთხი დებიუტანტი ითამაშებს – საქართვველოს გარდა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სლოვაკეთი და ფინეთი.

 

რვა ჯგუფის გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე მასპინძელ ნიდერლანდებს შეუერთდა. დარჩენილ ერთ საგზურს ორი მეორეადგილოსანი სერბეთი და ბელარუსი 14-17 ნოემბერს პლეი-ოფში გაითამაშებს. დასკვნითი ტურნირი 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლამდე გაიმართება.