ფუტსალის ლიგა | ფინალურ სერიაში კსუ დაწინაურდა #1TVSPORT 
ფუტსალის ლიგა | ფინალურ სერიაში კსუ დაწინაურდა #1TVSPORT 

საქართველოს ფუტსალის ლიგა დასკვნით ფაზაში შევიდა – ფინალში მოქმედი ჩემპიონი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) გუნდს დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.

კსუ-მ თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველივე ტაიმში ნიკა ხარატიშვილისა და საბა მაჩიტიძის გოლებით დაწინაურდა, ტაიმი კი 2:0 მოიგო. „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ შესვენების შემდეგ ვახტანგ ჯვარაშვილის გოლით სხვაობა სწრაფად შეამცირა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

კავკასიელებმა მატჩის მიწურულს უპირატესობა ისევ გაზარადეს. ნიკა ხარატიშვილმა დუბლი შეასრულა, ერთიც გიორგი ჩიმაკაძემ გაიტანა. იტალო ბსილიომ სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

ფინალურ სერიაში კსუ 1:0 დაწინაურდა. სერია სამ გამარჯვებამდე გაგრძელდება. მეორე შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება.