ქართულ ფუტსალის ლიგაში საინტერესო ფაქტი მოხდა – ლიგიდან „ილიაუნი“ გავარდა, მაგრამ მომავლ წელს ისევ მთავარ ლიგაში ითამაშებს, რადგან მისი სარეზერვო გუნდი, „ილიაუნი2“ ფუტსალის ლიგა 2-ის სეზონის ჩემპიონი გახდა.
„ილიაუნი 2“ ფუტსალის ლიგა 2-ის სეზონის ჩემპიონი დაძაბული ფინალური სერიის შედეგად გახდა. საჩემპიონო სერიაში „ილიაუნი 2“ „არმიას“ დაუპირისპირდა და პირველი მატჩი 6:8 დათმო, განმეორებით შეხვედრაში 5:2 იმარჯვა და სერიაში წონასწორობა აღადგინა.
გადამწყვეტი ფინალურ დაპირისპირებას თბილისის ოლიმპიურ სასახლემ უმასპინძლა, რომელიც „ილიაუნი 2“-მა კარგად ჩაატარა, მეტოქე 7:1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
გადამწყყვეტ შეხვედრაში საბა მაჩიტიძემ დუბლი გაიფორმა, სეზონი 33 გოლით დაასრულა და ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.