ფუტსალის თასის წილისყრა - მერვედფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ფუტსალის თასის წილისყრა - მერვედფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ წილისყრაზე საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების 1/8-ფინალური ეტაპის წყვილები გაირკვა.

ამ ეტაპზე ტიტულისთვის ბრძოლას ფუტსალის ლიგის რვა და ფუტსალის ლიგა 2-ის შვიდი გუნდი აგრძელებს. დებულების თანახმად, წილისყრის მიმდინარეობისას დარჩენილი ბოლო გუნდი, არმია თასის გათამაშებაში პირდაპირ მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩაერთვება.

წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

პსპ – ევროპის უნივერსიტეტი

კსუ – ევროპის უნივერსიტეტი 2

თსუ – იუჯი

წალენჯიხა – სპორტუნი

ქუთაისი – ილიაუნი 2

ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი – ქუთაისი 2

ილიაუნი – გორი

საქართველოს ფუტსალის თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები 24 და 25 ნოემბერს გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას ერთამატჩიანი დაპირისპირებები გამოავლენს.