ფუტსალის ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება #1TVSPORT
ფუტსალის ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება #1TVSPORT

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდება – წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე ადგილი დაიკავა. შედეგად, ავთანდილ ასათიანის გუნდმა კოსოვოს ნაკრებს გადაასწრო და ფინალურ ტურნირზე მონაწილეობის შანსი მოიპოვა.

პლეი ოფის მატჩები 15-24 სექტემბერს გაიმართება და გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება. პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ საკუთარ მოედანზე გამართავენ.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 20 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ტურნირს ლატვია, ლიეტუვა და სლოვენია უმასპინძლებენ.