ფუტსალის ევრო 2026 | ავთანდილ ასათიანი - საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებია, მაგრამ ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT
ფუტსალის ევრო 2026 | ავთანდილ ასათიანი - საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებია, მაგრამ ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთთან ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩზე, რომელიც 28 იანვარს კაუნასში გაიმართება.

„ხორვატიასთან ფრემ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაგვიტოვა. ახლა ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ყველამ კარგად ვიცით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით. ისიც ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ეს შანსი გამოვიყენოთ. ეს უკვე კარგია, რომ წინ ფინალის ტოლფასი მატჩი გველის“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად „ჯვაროსნებს“ მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს. საქართველო-საფრანგეთის მატჩის შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 28 იანვარს, 19:30 საათიდან შემოგთავაზებთ.