ფუტსალი | თასის ფინალში „ნიუ ვიჟენი“ „დინამო თბილისს“ შეხვდება #1TVSPORT
ფუტსალი | თასის ფინალში „ნიუ ვიჟენი“ „დინამო თბილისს“ შეხვდება #1TVSPORT

ფუტსალში საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ და ფუტსალის ლიგის დებიუტანტი „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდებიან.

ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ნახევარფინალურ მატჩში „დინამო“ „არმიას“ შეხვდა. ანგარიში 34-ე წუთზე „არმიამ“ შაკო ცირამუას დარტყმით გახსნა. ლურჯ-თეთრებმა წონასწორობის აღდგენა ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე კაპიტნის, ლაშა-გიორგი ობოლაძის გოლით მოახერხეს 1:1. უგოლო ოვერტაიმების შემდეგ მატჩისშემდგომი პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც „დინამომ“ 9:8 იმარჯვა და საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

გაცილებით შედეგიანი გამოდგა მეორე ნახევარფინალი, სადაც „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ თსუ-ს დაუპირისპირდა და 8:4 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან ჰეთთრიქი შეასრულა ვილიან სოუზამ (19, 26, 27), დუბლი – იტალო ბსილიომ (10, 36) და ვახტანგ ჯვარაშვილმა (13, 15), ერთი გოლიც დავით ხეჩიკაშვილის (39) ანგარიშზეა. ხოლო თსუ-დან გოლების ავტორები არიან გიორგი ხაბალაევი (37, 40), ნიკა ჩალაძე (9) და რომან კუხიანიძე.