ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან მეინ რაუნდის მატჩისთვის მზადება დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრაში 31 იანვარს ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მესამე ტურში ბულგარეთს უმასპინძლებს.
თამაშამდე ერთი დღით ადრე, საქართელოს ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა – საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. დისკვალიფიკაციის გამო ბულგარეთთან საშინაო მატჩს შოთა თოფურია გამოტოვებს. ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლე ოფში შეეცდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია, ბექა ტყემალაძე (ორივე – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი), ლუკა ხარშილაძე („დინამო თბილისი“).
წინა ხაზი: ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, შოთა თოფურია (ყველა – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“, თბილისი), ბექა ბექაური, გიორგი ჩიმაკაძე, ნიკა ხარატიშვილი (სამივე – კსუ, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე, ოთარ ბერეჩიკიძე (ორივე – „არმია“, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე („გომელი“, ბელარუსი).
საქართველო – ბულგარეთის შეხვედრა თბილისი არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟი ფეხბურთის ფედერაციის YouTube-ის არხზე შედგება.