ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქე ერევნის ტურნირზე ვერ ჩავიდა #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქე ერევნის ტურნირზე ვერ ჩავიდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევრო 2026-ისთვის ემზადება, ერევანში ფუტსალის საერთაშორისო ტურნირზე ტაჯიკეთთან სასტარტო შეხვედრა ვერ გამართა, შეჯიბრების კალენდარში კი ცვლილება შევიდა.

საქმე ისაა, რომ უამინდობის გამო, ყირგიზეთის ნაკრებმა სომხეთში ჩასვლა ვერ მოახერხა.

ფუტსალის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს 22 დეკემბერს გამართავს – ჩვენი გუნდის მეტოქე მოლდოვის ეროვნული ნაკრები იქნება, 24 დეკემბერს კი მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდება.