ფუტსალი | საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩს პორტუგალიასთან გამართავს - გუნდს დისკვალიფიცირებული კაპიტანი დააკლდება #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩს პორტუგალიასთან გამართავს - გუნდს დისკვალიფიცირებული კაპიტანი დააკლდება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 20 დეკემბერს წლის ბოლო მატჩს გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ თბილისში ჩაატარებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ივარჯიშა. მოახლოებულ შეხვედრას ავთანდილ ასათიანის კრებული ცვლილებებით ხვდება.

სომხეთთან მატჩის შემდეგ, ტრავმების გამო, გუნდს ბრუნო პეტრი და ბრუნო გომესი გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად საქართველოს ნაკრებს საბა ტყეშელაშვილი (კსუ) და ჯანიკო გიორგაია (თსუ) შეუერთდნენ. პორტუგალიასთან შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, რონინიო, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია (ყველა – ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი, ბექა ბექაური (ორივე – კსუ), გიორგი ჩიმაკაძე, ჯანიკო გიორგაია (ორივე – თსუ), ჩიმბა (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ვიტებსკი, ბელარუსი).

თბილისის სპორტის სასახლეში საქართველო – პორტუგალიის შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხი შემოგთავაზებთ.