ფუტსალი | საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას აპრილში ამხანაგური მატჩებით დაიწყებს.
ავთანდილ ასათიანის გუნდი სანაკრებო პაუზაზე აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება. უკვე დაგეგმილია ორი ამხანგური მატჩი, რომლებიც 9 და 11 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პირველი 18:00 საათზე დაიწყება, მეორე – 14:00-ზე.
საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის 18 მოთამაშით მოემზადება. მათ შორის ერთი დებიუტანტია – „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი საბა ეგრისელაშვილი.
ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (პსპ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე, არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ვახტან ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ნუკრი ჭუმბურიძე, შოთა თოფურია (ყველა – ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი, ნიკა ხარატიშვილი, ჯანიკო გიორგაია (სამივე – კსუ), ლევან სვანიძე, ნიკოლოზ კურტანიძე (ორივე – პსპ), საბა ეგრისელაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი).