ფუტსალი | საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 14 და 16 აპრილს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მოახლოებული შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 16 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადაგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ნიკოლოზ ფხაკაძე (პსპ, საქართველო), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო)
წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, რონინიო (ყველა – ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), გიორგი ჩიმაკაძე, ჯანიკო გიორგაია (ორივე – თსუ, საქართველო), საბა ტყეშელაშვილი, ბექა ბექაური (ორივე – კსუ, საქართველო), ჯანო კვარაცხელია (სიბირიაკი, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ვიტებსკი, ბელარუსი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, საქართველო).
გუნდებს შორის ორივე ამხანაგური მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.