ფუტსალი | საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა შესარჩევი თამაშებისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT

19:50, 20.01.2025

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო.

ბესიკ არველაძის გაწვრთნილები A ჯგუფში მოხვდნენ და ლიეტუვაში იასპარეზებენ, სადაც მასპინძლებთან ერთად, გერმანიას და მალტას დაუპირისპირდებიან. მატჩები 22-25 იანვარს, ქალაქ დრუსკინინკაიში გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინრაუნდის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

ფუტსალის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით მოლდოვაში გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლიეტუვაში 21 იანვარს, 12 ფეხბურთელით გაემგზავრება. ბესიკ არველაძემ ნაკრებში შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა:

მეკარეები: გიგი ლომაია (პსპ), ალექსანდრე ღარიბოვი (თსუ)

წინა ხაზი: ლუკა მიქაბერიძე, ნიკოლოზ გოგოხია, გიორგი აირაპეტიანი, დავით წერეთელი, ილია გოგოხია-ხატისკაცი, ლევან გუგუციძე (ყველა – „SL აკადემია“), თენგიზ პატარაია („ბეტისი“ თბილისი), დაჩი ცალუღელაშვილი („ინტერის“ აკადემია), ნიკა ქარცივაძე (თსუ), მოსე ჩიქოვანი (ბსსა)

მატჩების განრიგი:

22 იანვარი

18:30 | საქართველო – გერმანია

23 იანვარი

18:30 | მალტა – საქართველო

25 იანვარი

21:30 | ლიეტუვა – საქართველო

მსგავსი