ფუტსალი | მზადება ფინეთთან მატჩებისთვის - საქართველოს ნაკრები თბილისში შეიკრიბა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ფინეთის ნაკრებთან ორ მატჩს გამართავს.
7 ოქტომბერს ავთანდილ ასათიანის გუნდი ფინეთს თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს, 11 ოქტომბერს კი მეტოქეს ქალაქ ტურკუში დაუპირისპირდება.
მოახლოებული შეხვედრებისთვის საქართველოს ფუტსალის ნაკრები 16 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)
წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ვახტანგ კეკელია, რონინიო (ყველა – ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), შაგინია, ბრუნო გომესი (ორივე – პალმა, ესპანეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ საქართველო), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ჩიმბა (იუგრა, რუსეთი) ელისანდრო (მაგნუსი, ბრაზილია), ბრუნო პეტრი (კოზენცა, იტალია).
მატჩების განრიგი:
7 ოქტომბერი. 19:00
საქართველო – ფინეთი
11 ოქტომბერი. 19:10
ფინეთი – საქართველო
6 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს ნაკრები სპორტის სასახლეში მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიში ღია იქნება 15 წუთით.