ფუტსალი | ევრო 2026-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩი - სლოვაკეთი VS საქართველო პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
ფუტსალი | ევრო 2026-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩი - სლოვაკეთი VS საქართველო პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ბრატისლავაშია, სადაც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩში სლოვაკეთს დაუპირისპირდება და ზედიზედ მეორედ შეეცდება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბრატისლავაში, მატჩის მასპინძელ „გოპას არენაზე“ ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა, მათ შორის ჩვენი გუნდის კაპიტანი ირაკლი თოდუა, რომელიც ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული ნაკრების მაისურს მეასედ მოირგებს.

ამ გუნდების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა (4:1) და საპასუხო შეხვედრას სამბურთიანი უპირატესობით ხვდება.

სლოვაკეთი – საქართველოს პირდაპირ ტელერეპორტაჟს „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ. შეხვედრა 23 სექტემბერს, თბილისის დროით 20:20 საათზე დაიწყება.