ფუტსალი | აზერბაიჯანის ნაკრების ბრაზილიელმა საქართველოს ჯგუფზე ილაპარაკა - ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა, მაგრამ შანსები გვაქვს #1TVSPORT
ფუტსალი | აზერბაიჯანის ნაკრების ბრაზილიელმა საქართველოს ჯგუფზე ილაპარაკა - ძლიერი მეტოქეები შეგვხვდა, მაგრამ შანსები გვაქვს #1TVSPORT

აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრების ფორვარდმა, ფინეო დე არაუჯომ ​ მოახლოებულ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე „აზერისპორტთან“ ისაუბრა და აზერბაიჯანის ნაკრების შანსები შეაფასა.

„დ“ ჯგუფში აზერბაიჯანის ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ეროვნული გუნდია, ასევე ესპანეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებები.

„ჩვენ ძალიან კონკურენტულ ჯგუფში მოვხვდით, სადაც ყველა გუნდი ძლიერია. თითოეული ამ მეტოქის წინააღმდეგ რთული შეხვედრები გველის, მაგრამ მიუხედავად ჯგუფის ძლიერი შემადგენლობისა, შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაგვაჩნია. ჩვენ წარმატების მისაღწევად და აზერბაიჯანელი
ხალხის გასახარებლად ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ფინეომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, აზერბაიჯანის ნაკრები კი, რომელიც ძირითადად ბრაზილიელ ლეგიონერებს ეყრდნობა, ტურნირის ბოლო სტადიაზე მეშვიდედ გავიდა.

ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ამსტერდამსა და გრონინგენში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს გრონინგენში გამართავს, პირველ შეხვედრაში 22 იანვარს კი სწორედ აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.