ფუტსალი | ამხანაგური მატჩები ჩეხეთთან – საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლისთვის მზადებას იწყებს #1TVSPORT

23:59, 04.09.2026

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრები 8 და 10 სექტემბერს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და ორივე 19:00 საათზე დაიწყება. ეს ფუტსალის ნაკრებისთვის ბოლო რეპეტიცია იქნება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის: „ჯვაროსნები“ 14 ოქტომბერს თბილისში კოსოვოს უმასპინძლებენ, ხოლო 20-ში იტალიას ესტუმრებიან.

საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის თხუთმეტი ფეხბურთელით ემზადება. მათ შორის სამი დებიუტანტია – ბექა გოგსაძე, გიგი ლომაია და ვანო ბექაური.

7 სექტემბერს, 16:00 საათზე საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. მედიისთვის ღია საწყისი 15 წუთი იქნება.

ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა გოგსაძე (კსუ), გიგი ლომაია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), ვანო ბექაური (არმია), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).

მსგავსი