ფუტსალი | 19-წლამდელების ევრო 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ფუტსალი | 19-წლამდელების ევრო 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელ ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ევრო 2022 წინასწარ ეტაპზე ცნობილია. წილისყრაში არ გაგვიმართლა – ჩვენი გუნდი საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან მოხვდა.

საქართველოს 19-წლამდელ ფუტსალის ნაკრები მე-5 შესარჩევ ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან რუსეთის, სლოვაკეთისა და რუმინეთის ნაკრებები. წინასწარი რაუნდის მინი-ტურნირი 2-7 ნოემბერს გაიმართება და რუმინეთში ჩატარდება. ელიტ-რაუნდში ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოხვდება.

გამარჯვებისათვის 34 გუნდი იბრძოლებს. ესპანეთის ნაკრებმა მასპინძლის რანგში ავტომატურად მიიღო ფინალური ეტაპის საგზური. მათ მოიგეს 2019 წელს რიგაში გამართული სადებიუტო გათამაშება. ფინალური ეტაპი 2022 წლის 3-10 სექტემბერს გაიმართება.

კვალიფიკაციაში მონაწილე 33 გუნდიდან ჯერ გათამაშებას 7 ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე (პირველი გათამაშების შედეგების მიხედვით) ნაკრები დაიწყებს და ორ საუკეთესოს გამოავლენს. ისინი წინასწარი ეტაპის 7 ჯგუფებში გადანაწილებულ 26 გუნდს შეუერთდებიან. ელიტ-რაუნდში კი ჯგუფების ფინალური ეტაპის 7 საგზური გათამაშდება, რომლის მფლობელებიც ესპანეთს შეუერთდებიან.