„ფუტმერკატოს“ ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო „ალ ნასრში“ დარჩება #1TVSPORT
ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის ლიგის კლუბ „ალ ნასრისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, – ინფორმაციას გამოცემა „ფუტმერკატოს“ ჟურნალისტი სანტი აოუნა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და რონალდომ კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
რონალდო „ალ ნასრის“ 2023 წლის იანვარში შეუერთდა. მას შემდეგ გუნდის მაისურით პორტუგალიელმა 111 მატჩი ჩაატარა და 99 გოლი გაიტანა, თუმცა ტიტულის მოგება ვერ მოახერხა.
„ოქროს ბურთის“ ხუთგზის გამარჯვებულს ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე გუნდს უკავშირებდნენ. მისი წინა კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ამოიწურა.