ფულის გათეთრების ბრალდებით პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
ფულის გათეთრების ბრალდებით პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

ფულის გათეთრების ბრალდებით პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, ასიფ ალი ზარდარი დააკავეს. პაკისტანის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ უარი თქვა ყოფილი პრეზიდენტისთვის და მისი დისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გახანგრძლივებაზე.

მათ ბრალი ედებათ ყალბ ანგარიშებზე ფინანსური შემოსავლების დამალვაში. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.

ასიფ ალი ზარდარი კორუფციის ბრალდებით 1990-იან და 2000-იან წლებში პატიმრობაში იმყოფებოდა, 2008-2013 წლებში კი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ზარდარი პრეზიდენტად მისი მეუღლის, პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის შემდეგ აირჩიეს.