„ფუკუშიმა ერთის“ ოპერატორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელობა რვა წლის წინ მომხდარ კატასტროფაში უდანაშაულოდ ცნეს
„ფუკუშიმა ერთის“ ოპერატორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელობა რვა წლის წინ მომხდარ კატასტროფაში უდანაშაულოდ ცნეს

ბირთვულ სადგურ „ფუკუშიმა ერთის“ ოპერატორი კომპანიის, „ტეპკო ერთის“ ყოფილი ხელმძღვანელობა, რვა წლის წინ მომხდარ კატასტროფაში უდანაშაულოდ ცნეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, განაჩენი იაპონიის სასამართლომ გამოიტანა.

გამოძიება კომპანიის სამი ყოფილი ხელმძღვანელის გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობდა, ასევე ისინი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფაში იყვნენ ეჭვმიტანილი.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელებმა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2002 წელს მიიღეს, თუმცა უსაფრთხოების ზომები არ გაამკაცრეს. სასამართლომ კი, პროფესიული გულგრილობის ფაქტი ვერ დაადასტურა.

2011 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ წარმოქმნილმა ცუნამმა სადგურ „ფუკუშიმა ერთის“ გამაგრილებელი სისტემები მწყობრიდან გამოიყვანა. ტერიტორიიდან 470 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დატოვე კომენტარი