ფსიქოლოგები ბავშვის წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბებისათვის საჭირო თვისებებს ასახელებენ
ფსიქოლოგები ბავშვის წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბებისათვის საჭირო თვისებებს ასახელებენ

ფსიქოლოგებმა ბავშვის ხასიათის ის მთავარი ნიშნები დაასახელეს, რაც სამომავლოდ ცხოვრებაში მის წარმატებას განაპირობებს. კვლევის შედეგები ავტორებმა ჟურნალ Developmental Psychology-ში გამოაქვეყნეს. კვლევის საბოლოო შეჯამება საკუთარ ვებ-გვერდზე The Telegraph-მა მოახდინა.

იმ მთავარ თვისებად, რომელიც მომავალში ბავშვის წარმატებას განაპირობებს, ფსქიოლოგები სიჯიუტეს ასახელებენ, რასაც მათი თქმით, შემდეგ კონსტრუქციული გზა ეძლევა: უყალიბდებათ საკუთარი შეხედულებების ქონისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი.

აღნიშნულ დასკვნამდე მეცნიერები ხანგრძლივი კვლევის შემდეგ მივიდნენ, რომელიც 1968 წელს დაიწყო და მის ფარგლებში 745 ბავშვი მონაწილეობდა. მათი საშუალო ასაკი 11,9 წელი იყო, მონაწილეთა 49,9%-ს კი გოგონები შეადგენდნენ. კვლევის დასასრულს (2008 წელი), მონაწილეთა საშუალო ასაკი 51,8 წელი იყო და მათ შორის ქალები 53,3 პროცენტი იყვნენ.

ექსპერტები აფასებდნენ მშობლების სოციალ-ეკონომიკური სტატუსის ეფექტს, ბავშის ინტელექტს, სკოლის მოსწრებას და იმ სახასიათო ქცევებს (პასუხისმგებლობა, ყურადღებიანობა, მზრუნველობა, ოპტიმიზმი, პესიმისტური განწყობა, პირფერობა და ა. შ.), რაც პროფესიული წარმატებისათვისაა საჭირო, ასევე აფასებდნენ მოზარდობის პერიოდში არსებული შემოსავლის დონეს. მეცნიერთა თქმით, მიღებული შედეგები აჩვენებს საიმედო კავშირს წარსულში არსებულ პასუხისმგებლობას, ავტორიტარიზმისადმი წინააღმდეგობას, გულმოდგინებასა და სამომავლო კარიერულ წარმატებას შორის. თუმცა, მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ მათი კვლევა ვერ შეძლებს გამოააშკარავოს წარმატებების გადამწყვეტი მოტივი: კარიერული და ფინანსური წინსვლის დაინტერესების სურვილი.

წყარო: The Telegraph