სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ,  ოპტიმიზაციის შედეგად, გაერთიანებული ბიუჯეტისა და დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯების საშუალებით, გასულ წელს აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები.

სამინისტროს ინფორმაციით,  ცვლილება შევიდა ამბულატორიული მომსახურების სერვისში და პაციენტების განაწილება ტერიტორიული პრინციპით ხორციელდება, აღნიშნული ცვლილებებით გაჩნდა დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სერვისების გაუმჯობესების საშუალება, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც.

„2017 წელს დაწესებულებების ოპტიმიზაციისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული დაწესებულებების შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ და შპს „ალ.ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ შერწყმა, რის შედეგად ჩამოყალიბდა „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“. ოპტიმიზაციის შედეგად გაერთიანებული ბიუჯეტისა და დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯების საშუალებით, გასულ წელს აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები. ეტაპობრივად გაგრძელდება ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო სერვისების განვითარება, მათ შორის სამედიცინო აღჭურვის გაუმჯობესება. ისევე როგორც სხვა ფსიქიატრიული დაწესებულებები, „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეა, რომლის ბიუჯეტი 2017 წელს პირველად გაიზარდა 5 მლნ ლარით. ცვლილების შედეგად ამბულატორული მომსახურების მიმართულებით თვიური ბიუჯეტი7 000 ლარით გაიზარდა და დღეს 12 000 ლარია, ხოლო სტაციონარული მომსახურების ყოველთვიური ბიუჯეტი 10 000 ლარით გაიზარდა და თვეში საშუალოდ 150 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ცვლილება შევიდა ამბულატორიული მომსახურების სერვისშიც და პაციენტების განაწილება ტერიტორიული პრინციპით ხორციელდება. აღნიშნული ცვლილებებით გაჩნდა დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სერვისების გაუმჯობესების საშუალება, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ მოინახულა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.