ფშაველი-აბანო-თუშეთის მიმართულებით გზა გაიხსნა
ფშაველი-აბანო-თუშეთის მიმართულებით გზა გაიხსნა

ფშაველი-აბანო-თუშეთის მიმართულებით გზა გაიხსნა და ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,- ამის შესახებ პირველ არხს ახმეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა.

როგორც სოსო ქარუმაშვილმა განაცხადა, ორი დღეა  გზის გაწმენდისთვის ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს მძიმე ტექნიკა.

„ტექნიკა ისევ მობილიზებულია, თუკი კლდე კიდევ ჩამოიშლება , ოპერატიულად გაიწმინდოს. ახლა სეზონია და ბევრი დამსვენებელი მოძრაობს ამ გზით. როცა წვიმს სიფრთხილე და თავის შეკავება მართებთ, რადგან მეწყერის გამო, ნებისმიერ დროს შეიძლება გზა გადაიკეტოს. დაკეტვა დროებითია და გაიწმინდება, მაგრამ გარკვეულ შეფერხებას მაინც უქმნის მგზავრებს”, – აცხადებს ახმეტის მერი.

თუშეთისკენ მიმავალი გზაზე მიწა და ქვა-ღორღი გადაუღებელი წვიმების შედეგად ორი დღის წინ ჩამოიშალა, გზაზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში მოძრაობა აკრძალული იყო.

დატოვე კომენტარი