ფშაველი- აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

11:31, 05.07.2025

ფშაველი- აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

სოფელ ლეჩურიდან 23-25 კილომეტრზე გადაადგილება უკვე თავისუფალია.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის დაზიანებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.

უამინდობის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ორი დღის წინ აიკრძალა.

მსგავსი