ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ტურისტი დაიღუპა

17:39, 27.09.2019

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე დღეს ტურისტი დაიღუპა.

როგორც საქართველოს პირველ არხს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა, სადაც უცხოელი ტურისტების შვიდკაციანი ჯგუფი გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი მათგანი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის ხევიდან ამოყვანის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი