ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აიკრძალა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აიკრძალა

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აიკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.