ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავარიისას დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავარიისას დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-18-ეკილომეტრზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ყამბარაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, ელდარ ბაღათრიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დაშავებულ 40 წლის მამაკაცს მრავლობითი დაჟეჟილობა, თავის ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

თუშეთის მიმართულებით ამ დროისათვის მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ახმეტის მერის წარმომადგენელი თუშეთში, ლადო კახოიძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გზის ცალკეულ მონაკვეთებზე შექმნილი საფრთხეების გამო, ღამის საათებში საავტომობილო გზაზე მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნით პოლიციას მიმართავს.