ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

11:08, 18.10.2021

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავარიის შედეგად დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მსგავსი