ფრუიძე ”ჩიხურადან” ლიდერების წასვლაზე - ჩვენი ფინანსებით მათი შენარჩუნება შეუძლებელი იყო
ფრუიძე ”ჩიხურადან” ლიდერების წასვლაზე - ჩვენი ფინანსებით მათი შენარჩუნება შეუძლებელი იყო

ეროვნული საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთმა წარმატებულმა გუნდმა, საქართველოს თასის მფლობელმა საჩხერეს ”ჩიხურამ” ძირითადი ბირთვის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ამბობს, რომ მიზეზი არასაკმარისი ფინანსებია.

”სამწუხაროდ, ბევრმა ლიდერმა დაგვტოვა. ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებით მათი შენარჩუნება შეუძლებელი იყო. ივანიშვილი, გორგიაშვილი, ტატანაშვილი, კორიფაძე და სარდალიშვილი წავიდნენ იქ, სადაც მათ უკეთესი პირობები შესთავაზეს. ამ ხუთეულის გარდა, სხვებიც წავიდნენ: გრიგალაშვილი, განუგრავა, კვერნაძე და ცხადაძე. ჩვენ მათი შენარჩუნება გვსურდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა. “ჩიხურას” არავისზე უკეთესი პირობები არ გააჩნია, შესაძლოა, ამით ეროვნულ ლიგაში 2-3 გუნდს თუ ვჯობივართ. ევროპის ლიგაზე გამოსვლისთვის უეფადან დარიცხული თანხაც ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არაა” – ამბობს ფრუიძე.