„ფრონტერას“ ყოფილმა თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს
„ფრონტერას“ ყოფილმა თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს

ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილმა თანამშრომლებმა 11-თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

ამ მოთხოვნით მათ რამდენიმე თვის წინ სასამართლოსაც მიმართეს და კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კომპანიის მხრიდან იყო დაპირება, რომ რეზერვუარებში არსებულ ნავთობის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხიდან თანამშრომლების სახელფასო დავალიანებას დაფარავდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიამ ბაზიდან ნავთობის დიდი რაოდენობა უკვე გაიტანა, თუმცა თანაშრომლები კომპანიამ ამჯერადაც მოატყუა და ხელფასი ამ დრომდე არ გადაუხდია.

კომპანიას საკუთარი თანამშრომლებისთვის დავალიანება ჯამში ერთი მილიონი ლარი აქვს.

კომპანიის მენეჯერი გიორგი ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ თანამშრომლებს ნავთობის მოპოვების განახლების შემდეგ გადაუხდიან ხელფასებს, თუმცა მოპოვების განახლების დროს ვერ ასახელებს.