„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ
„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

ნავთობკომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

კომპანიის ყოფილი თანამშრომლები გაერთიანებული პროფკავშირების წევრებთან და დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან შეიკრიბნენ და „ფრონტერას“ თბილისის ცენტრალურ ოფისამდე გამართეს მსვლელობა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაა. როგორც ყოფილი თანამშრომლები განმარტავენ, სამსახურიდან გასული წლის 17 დეკემბერს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც კუთვნილი თანხის მიღების მოთხოვნით, აქცია გამართეს.