„ფრონტერა“ - არასოდეს გვქონია და არც ახლა გვაქვს ყოფილი თანამშრომლების მიმართ 11 თვის სახელფასო დავალიანება
„ფრონტერა“ - არასოდეს გვქონია და არც ახლა გვაქვს ყოფილი თანამშრომლების მიმართ 11 თვის სახელფასო დავალიანება

კომპანია „ფრონტერა“ აცხადებს, რომ საქართველოში მუშაობის 25-წლიანი პერიოდის განმავლობაში არასოდეს ჰქონია და არც ახლა აქვს 11 თვის სახელფასო დავალიანება ყოფილი თანამშრომლების მიმართ. ფრონტერა ამ განცხადებით დედოფლისწყაროში, „ფრონტერას“ ნავთობბაზასთან კომპანიის ყოფილი თანამშრომლების აქციას გამოეხმაურნენ.

„ბოლო რამოდენიმე წელია, რაც ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები კომპანიის დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებენ მსგავს ინფორმაციას, ხოლო ბოლო რამოდენიმე თვეა, რაც სამინისტრო ეწევა აქტიურ პროპაგანდას კომპანიის ყოფილ თუ ამჟამინდელ თანამშრომლებთან, რათა მათ ნებისმიერი ხერხით შეაფერხონ კომპანიის საქმიანობა, რაც სამწუხაროდ დღესაც უკანონოდ განხორციელდა კომპანიის ერთ ერთ საოპერაციო ობიექტზე.

დღევანდელი უკანონო აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, ხოლო ხელისუფლების შესაბამის უწყებებს მივმართავთ, რომ სამუშაოების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის უზრუნველყონ უსაფრთხო საოპერაციო გარემო“, – აცხადებენ კომპანია „ფრონტერაში“.

დედოფლისწყაროში, „ფრონტერას“ ნავთობბაზასთან კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია დღეს გამართეს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ კომპანიას მათთან 11 თვის სახელფასო დავალიანება აქვს.

დატოვე კომენტარი