ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბრისას ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის წინააღმდეგ ზომიერების დაცვისკენ მოუწოდა
ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბრისას ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის წინააღმდეგ ზომიერების დაცვისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ზომიერებისკენ მოუწოდებს.

ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ცოტა ხნის წინ გაიმართა, რა დროსაც მერცმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში ზომიერების დაცვისკენ მოუწოდა.

მერცმა ასევე გააჟღერა გერმანიის პრინციპული მხარდაჭერა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების მიმართ, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა კონფლიქტის დიპლომატიური გზებით დასრულების მნიშვნელობას.