ფრიდრიხ მერცის პასუხი მონტენეგროს პრეზიდენტის კითხვაზე, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას შეეხებოდა - „ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას დავპირდით ბევრ ქვეყანას, მე არ მსურს თქვენი დაკარგვა“
ფრიდრიხ მერცის პასუხი მონტენეგროს პრეზიდენტის კითხვაზე, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას შეეხებოდა - „ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას დავპირდით ბევრ ქვეყანას, მე არ მსურს თქვენი დაკარგვა“

ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას დავპირდით ბევრ ქვეყანას, განსაკუთრებით თქვენს რეგიონში. დეკემბერში შეხვედრა გვქონდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ბრიუსელში. სულ უფრო მეტად არაკომფორტულად ვგრძნობ თავს თქვენს ქვეყნებთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომების მიმართ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მონტენეგროს პრეზიდენტის, იაკოვ მილატოვიჩის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე იაკოვ მილატოვიჩმა ფრიდრიხ მერცს კითხვა დაუსვა: „გჯერათ თუ არა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროპას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის მსოფლიოში?“

„ცხადია, პასუხი არის: დიახ. ურსულა ფონ დერ ლაიენი და მე სრულად ვთანხმდებით ამაზე. ჩვენ დავპირდით ევროკავშირში გაწევრიანებას ბევრ ქვეყანას, განსაკუთრებით თქვენს რეგიონში. დეკემბერში გვქონდა შეხვედრა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ევროპულ საბჭოში, ბრიუსელში და, გულწრფელად რომ ვთქვა, სულ უფრო მეტად არაკომფორტულად ვგრძნობ თავს თქვენს ქვეყნებთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომების მიმართ. ჩვენ ხელახლა უნდა გავხსნათ ახალი სტრატეგია, როგორ დავაახლოოთ ეს ქვეყნები ევროკავშირთან. მე არ მსურს თქვენი დაკარგვა. თქვენ ხართ ევროპის კონტინენტის ნაწილი და პოტენციურად ხართ ევროკავშირის ნაწილი. აქ ყველამ ვიცით, ვინ არის ამის წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენ გადავლახავთ ამას. ამ დრომდე ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება ევროპულ საბჭოში შემდეგი თავის გახსნას, მაგრამ ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს. ყველაზე ბოლოს, აპრილის არჩევნების შემდეგ, იმედი მაქვს შევძლებთ შემდეგი თავების გახსნას და უფრო მეტად დაგაახლოვებთ ევროკავშირთან საბოლოო წევრობით“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა მონტენეგროს პრეზიდენტის კითხვაზე საპასუხოდ.