ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემას არ გამორიცხავს
ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემას არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემას არ გამორიცხავს.

„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობის ფარგლებშია“, – განაცხადა მერცმა გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა უკრაინელი ჯარისკაცების რამდენიმეთვიანი სწავლება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მე თვითონ ვამბობდი, რომ „ტაურუსისთვის“ საჭიროა უკრაინელი ჯარისკაცების რამდენიმეთვიანი მომზადება“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების ნახევარი წლის ან ერთი წლის შემდეგ უკრაინისთვის გადაცემა დღეს უკრაინას სარგებელს არ მოუტანს. მოსკოვის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების საკითხთან დაკავშირებით მერცმა განაცხადა: „ყველაფერი, რაც უსაფრთხო იურიდიულ საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს, შესაძლებელია“.