ფრიდრიხ მერცი უკრაინის ომის სამშვიდობო დარეგულირებაში არსებულ პროგრესს „ორ პროცენტზე“ აფასებს – მხატვრულად ვიტყვი, 10 კმ-ის დისტანციაზე ვართ და, შესაძლოა, პირველი 200 მეტრი გავიარეთ

23:17, 23.08.2025

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინის ომის სამშვიდობო დარეგულირებაში არსებულ პროგრესს ორ პროცენტზე აფასებს.

„ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა, მხატვრულად ვიტყვი, ჩვენ 10 კმ-ის დისტანციაზე ვართ და, შესაძლოა, პირველი 200 მეტრი გავიარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“, – განაცხადა მერცმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის სხდომაზე უკრაინის საკითხზე საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ 18 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა, უკრაინის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, თეთრ სახლში სამიტში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი