ფრიდრიხ მერცი - უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ევროპის შესახებ გადაწყვეტილება ევროპელების გარეშე, კიევისთვის ნაკარნახევი მშვიდობა წარმოუდგენელია
ფრიდრიხ მერცი - უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ევროპის შესახებ გადაწყვეტილება ევროპელების გარეშე, კიევისთვის ნაკარნახევი მშვიდობა წარმოუდგენელია

უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ევროპის შესახებ გადაწყვეტილება ევროპელების გარეშე, კიევისთვის ნაკარნახევი მშვიდობა წარმოუდგენელია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცის თქმით, რუსული აგრესია ყოველდღიურად ყველაზე უარესი ფორმით ვლინდება უკრაინის ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმების სახით.

„რუსეთის აგრესიული ომი, ტანჯვა და ნგრევა უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ ასე გულმოდგინედ, რათა ვიპოვოთ გზები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. გერმანიას ამ მხრივ ძალიან მკაფიო მოქმედების კურსი აქვს. უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ევროპის შესახებ გადაწყვეტილება ევროპელების გარეშე. უკრაინისთვის, კიევისთვის ნაკარნახევი მშვიდობა წარმოუდგენელია“, – განაცხადა მერცმა.