ფრიდრიხ მერცი – უკრაინის ბედი ჩვენი ბედია
გერმანიის კანცლერმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წლისთავზე ევროპელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
„უკვე ოთხი წელია, ყოველი დღე და ყოველი ღამე უკრაინელებისთვის კოშმარია, და არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, რადგან ომი დაბრუნდა ევროპაში. ჩვენ მას მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით დავასრულებთ, უკრაინის ბედი ხომ ჩვენი ბედია“, – დაწერა სოციალურ ქსელ „იქსში“ ფრიდრიხ მერცმა.
Seit vier Jahren ist jeder Tag und jede Nacht für die Ukrainerinnen und Ukrainer ein Albtraum. Und nicht nur für sie, sondern für uns alle. Denn der Krieg ist zurück in Europa. Nur mit gemeinsamer Stärke werden wir ihn beenden. Denn das Schicksal der Ukraine ist unser Schicksal. pic.twitter.com/xAvVPqYplX
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) February 24, 2026