ფრიდრიხ მერცი უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნას არ ელოდება – „საკითხი დღის წესრიგში არ დგას“

11:05, 08.05.2025

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არ ელოდება, რომ უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცები იქნებიან გაგზავნილი.

მისი თქმით, საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ამის შეასხებ ფრიდრიხ მერცმა Welt TV-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ შორს ვართ ცეცხლის შეწყვეტისგან და კიდევ უფრო შორს ვართ სამშვიდობო შეთანხმებისგან“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ფრიდრიხ მერცის თქმით, უკრაინის კონფლიქტში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებით გამოაცხადა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. მისივე თქმით, საკითხი რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

მსგავსი