ფრიდრიხ მერცი - წარმატებულ ევროპულ ინტეგრაციას შეუძლია, უკრაინის აღდგენის გზა ეკონომიკურ სასწაულად აქციოს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინას მოუწოდებს, ევროკავშირში წარმატებული ინტეგრაციისთვის რეფორმების გზაზე იაროს.
მერცის თქმით, უკრაინის წარმატებულ ევროპულ ინტეგრაციას შეუძლია, უკრაინის აღდგენის გზა ეკონომიკურ სასწაულად აქციოს.
„ნათლად რომ ვთქვათ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კერძოდ, კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და კორუფციასთან ბრძოლაში და მოვუწოდებთ უკრაინელ მეგობრებს, გააგრძელონ ეს გზა, რომელიც ევროკავშირში თავისუფლების, კეთილდღეობისკენ მიდის“, – განაცხადა მერცმა.
კანცლერის თქმით, უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული ტერიტორიების აღდგენის უზარმაზარი ხარჯი მხოლოდ სახელმწიფო სახსრებით ვერ დაიფარება.