ფრიდრიხ მერცი – რუსეთს ომში გამარჯვების შანსი არ აქვს, ნატო-ს სამიტმა მოსკოვს მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს და ალიანსის ერთიანობა კიდევ უფრო გააძლიეროს
რუსეთს ომში გამარჯვების შანსი არ აქვს, სამიტმა მოსკოვს მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს და ალიანსის ერთიანობა კიდევ უფრო გააძლიეროს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მერცის თქმით, სამიტის შედეგი უნდა გახდეს „ნატო-ს ახალი სულისკვეთება“, რომელიც ალიანსს უფრო ძლიერსა და ერთიანს გახდის.
„ვიმედოვნებ, რომ ეს სამიტი მოსკოვს მკაფიო გზავნილს გაუგზავნის“, – აღნიშნა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე და აღნიშნა, რომ ევროპელი მოკავშირეები 2026-2027 წლებში უკრაინისთვის დამატებით 70 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ.
„ახლა მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული ამ ომის დასრულება. ჩვენ დღეს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს მიზანი მიღწეული იყოს და მოსკოვს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ. რუსეთს ამ ომში გამარჯვების შანსი არ აქვს“, – აღნიშნა მერცმა.