ფრიდრიხ მერცი – რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმებით არ შევშინდებით, როგორც ნატო, ჩვენ სწრაფად და ნათლად ვრეაგირებთ, უკრაინის მხარდაჭერას არ შევწყვეტთ
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ნატო უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
როგორც მერცი აღნიშნავს, რუსეთს სწრაფად და ნათლად უპასუხებს.
„რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმებით ჩვენ არ შევშინდებით. რუსეთს ჩვენში არეულობა, ჩვენი საზოგადოების გახლეჩა და ჩვენი ქვეყნის დასუსტება სურს. ჩვენ მზად ვართ. როგორც ნატო, ჩვენ სწრაფად და ნათლად ვრეაგირებთ. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას არ შევწყვეტთ“, – წერს ფრიდრიხ მერცი.
ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ 12 სექტემბერს ქვეყნის სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ლაიფციგში ჩაშლილი თავდასხმის უკან რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ჯაშუშები იდგნენ.
Wir lassen uns nicht von Russlands hybriden Angriffen beeindrucken. Russland will uns verunsichern, unsere Gesellschaft spalten und unser Land schwächen. Wir sind vorbereitet. Als NATO antworten wir schnell und klar. Wir lassen in der Unterstützung der Ukraine nicht nach.
— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) October 1, 2026