ფრიდრიხ მერცი – რუსეთი ევროპული ქვეყანაა, მასთან ბალანსის აღდგენას თუ შევძლებთ, ევროკავშირი და ჩვენც კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცდას ჩავაბარებთ
რუსეთი ევროპული ქვეყანაა, ჩვენი უდიდესი მეზობელი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსება შესაძლებელი გახდება, ევროკავშირი მნიშვნელოვან გამოცდას ჩააბარებს.
„თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ბალანსის აღდგენას შევძლებთ – თუ მშვიდობა დაისადგურებს, თუ თავისუფლება გარანტირებული იქნება – თუ ამ ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, ქალბატონებო და ბატონებო, მაშინ ევროკავშირი და ჩვენც, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცდას ჩავაბარებთ. ამას ვისურვებ ჩვენთვის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
Germany’s Merz:
Russia is a European country, our largest neighbor.
If we succeed, in the longer term, in once again finding a balance with Russia—if peace prevails, if freedom is guaranteed—if we succeed in all of this, ladies and gentlemen, then the European Union, and we in… pic.twitter.com/zYBfxawgr9
— Clash Report (@clashreport) January 15, 2026