ფრიდრიხ მერცი - პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება, ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება, არამედ ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპა დაასუსტოს.
„ჩვენ ყოველდღიურად და სულ უფრო ინტენსიურად ვხვდებით რუსულ ჰიბრიდულ თავდასხმებს, მათ შორის ჩვენს ინფრასტრუქტურაზე. მოსკოვის პროვოკაციები მიმდინარეობს ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა ელჩების კონფერენციაზე.