ფრიდრიხ მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია 

14:21, 07.05.2025

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პირველი საერთაშორისო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ფრიდრიხ მერცი დღეს საღამოს უკვე პოლონეთში გაემგზავრება და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე მოლაპარაკებას გამართავს.

მანამდე კი გერმანიის კანცლერმა წინამორბედისგან, ოლაფ შოლცისგან მთავრობა გადაიბარა და მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან ერთად ერთობლივი ფოტოც გადაიღო.

ფრიდრიხ მერცი ბუნდესტაგმა 6 მაისს 325 ხმით, მეორე მცდელობით დაამტკიცა.

მსგავსი